[Hook] თავს ისე ვკარგავ რომ არ ვიცი თუ ვიპოვი ჩემშია ბოლი ნერვოზი და ალკოჰოლი მემენტო მორი გზა თქვენამდე არი შორი თქვენ უკვე ვერ მიშველით მეძებეთ ვერ მიშოვით [Verse 1] შენ უკვე მომანიჭე ბევრი რამე ბევრი ღამე გადამაგორებინე და იცოდე რო შენკენ მოვაბიჯებ ისევ მე აგრესია დამესია ისევე და მინდა შენი ნახვა რომ მომივიდეს ამნეზია სად ხარ მიდი დამავიწყე მე სიფიცხე თორემ ვიწყენ უკვე ვიწყებ წამომიღე რამე სითხე თუ კი ჩემთან მოდიოდი მისამართი იმას გამოკითხე ვინც პირველივე დანახვაზე გამორიცხე ჩემ თავს უშენოდ მე აღარ ვგავარ და ვდგავარ და იცოდე საერთოდ სხვა ვარ მე გაშეშებულ მსოფლიოს შევყურებ თვალებში და მასთან ხშირად მაქ დავა და შენს გარეშე მაჯობებს ის თუ კი ვერ ვიგრძენი შენი გემო და ჰავა მე მიყვარს შენი პლანეტა რომელზეც გარედან შეხედო არავინ წავა მიხვდებოდი რომ ჩემი კატეგორიაა მათ შორის ვისაც უყვარს უფრო ალეგორია და შრომის მიმართულება მაქვს სხვა თეორია ჩემში უფრო ალკოჰოლი ნერვოზი და ბოლია [Hook] [Verse 2] საყვარელო მაპატიე ჩემი ოცნებები რომ არ არი თუ ვერ არი და დარჩება ის გაუგებარი მილიონი დოლარი ლამაზი ქალი და ფერარი ეს არ არი მთავარი ხო ჩემია სხვა მომავალი ვერა ვერ ვიქნები მენეჯერი ბანკში ან სხვა დარგში მერე რა რომ მშია მე ისევ დამაჯარიმებენ დალევაზე პარკში და აღარ მელოდებიან რომ მთვრალი მივალ სახლში ვერადა ვერ გავუგე დღეს არათუ ჩემს სამყაროს არადა ცამდე ვეცადე ცამდე მინდა რომ გწამდე და არა მწვავდე კოცონს სიყვარულს ვეძახით სხვადასხვა რამეს ჩვენ მე ვიცი რომ შენ ფერებს ვერ გაარჩევ და სანამ ვუძლებ სანამ მე აქ ვარ ჯერ ვერა ვერა კბილებს ენას ვერ დავაჭერ ვიცი შეგუება დაატანე რთულია ეს მესმის თქვენთვის ჩემი რომელიმე ვერსის და გადაწვა უფრო მარტივია ვიდრე გაგება და მიღება ხო ჩემი დაწერილი ყველა ლექსის ხოდა კიდე ერთი დამისხი და დამასხი ბრუ მერე კითხვა დამისვი როგორ ვიყავი რას ვაპირებდი ამას წინ? ყელი გამიშრა და გამიშვი [Hook] [Outro] ვერა და ვერ გავუგე თქვენს არათუ ჩემს სამყაროს არადა ცამდე ვეცადე ვცადე მინდა რომ გწამდე და არა მწვავდე კოცონს