Lil Beat - დადგა ახალი წელი (Came the New Year) lyrics

Published

0 105 0

Lil Beat - დადგა ახალი წელი (Came the New Year) lyrics

ახალ წელს შენც და მეც ერთად გავერთობით ბევრს ახალ წელს შენც და მეც ერთად ვიხალისებთ ბევრს [Hook]: მოდის ახალი წელი წინა წელს გაატანე შენი ამბავი ძველი რადგან წელს ბევრად უკეთეს ანგარიშს ელი და აწი უკვე გამარჯვება არც არის ძნელი, დადგა ახალი წელი [Verse 1]: ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ყველა ერთად ვითვლით 12-მდე წამებს სულ ცოტა ალკოჰოლი დღეს ვერაფერს ვერ გავნებს ჩემი მეგობარი კი შემოგთავაზებს მწვანეს თითით დახატე ფიფქი დაორთქლილ მინაზე დღეს ვიკრიბებით ყველა ჩემთან ბინაზე ყველაზე მაგრად ვიქნებით ჩვენი მტრების ჯინაზე დაე, მომავალი წელი იყოს უკეთესი წინაზე ახალ წელს ვხატავ ნახატს ჭრელს იმედი მაქვს ამ ღამით ვერ ვნახავ ცრემლს და ამდენი გოზინაყი რომ არ მაწყენს მაგრამ გადაბმული დალევა მაზარმაცებს მერე რა თუ თოვლის ბაბუ დათვრა და დაავიწყდა საჩუქრების მოტანა მთავარია დღეს ყველანი აქ ვართ მოდი გავიხსენოთ ძველი წლიდან ცოტა რამ რა მივიღეთ და რა დავკარგეთ ცუდები თუ ვიყავით წელს გავკარგდეთ თუ ზარმაცები ვიყავით, წელს დავკავდეთ ჩვენი რაც არ არის არ დავხარბდეთ დახარჯე ფული თუ გაქ აღარასდროს თქვა, რომ თავს გრძნობ ცუდად ყველაფერი კარგად იქნება ამბავი მომიტანეს ღრუბლებიდან ფიფქებმა [Hook (x2)]: მოდის ახალი წელი წინა წელს გაატანე შენი ამბავი ძველი რადგან წელს ბევრად უკეთეს ანგარიშს ელი და აწი უკვე გამარჯვება არც არის ძნელი, დადგა ახალი წელი [Verse 2]: ახალ წელს გული ლაღად ძგერს შენც მითხარი, რომ ჩემი რეპი კარგად ჟღერს რადგან დღეს გუშინდელი აღარ მადარდებს და ყველაფერი რაც ვინატრე ნეტა ხვალ ახდეს საჩუქრები ნაძვის ხესთან დამხვდეს და Eminem-ი წელს დუეტზე დამთანხმდეს რამე კაი ისტორია თავს გადამხდეს წავალ ფეხები მე წამიყვანენ სადამდეც თუ საახალწლო განწყობა გაქვს გადამდე გავხადოთ ეს ზამთარი თბილი მთელი ღამე ვერთობით, არ გვიწერია ძილი და ალბათ მაინც სადმე მიგვეძინება დილით წელს მინდა გასულ წელთან შედარებით მეტი რაც მოვითხოვე მივიღე და ერთი წელი გავიდა აწი? თუ შემეკითხები გეტყვი მომავალი წლისთვის ამ ახალ წელს რა მინდა [Hook (x2)]: მოდის ახალი წელი წინა წელს გაატანე შენი ამბავი ძველი რადგან წელს ბევრად უკეთეს ანგარიშს ელი და აწი უკვე გამარჯვება არც არის ძნელი, დადგა ახალი წელი ახალ წელს შენც და მეც ერთად გავერთობით ბევრს ახალ წელს შენც და მეც ერთად ვიხალისებთ ბევრს