[Intro] ქალაქი ისტერიაში არა ქალაქი მისტერიაშია ქალაქი რომელიც დუმს ათას ხუთას წელიწადზე მეტია ქალაქი ისტორიაშია, ქალაქი ისტორიაშია ქალაქი, რომელიც ისტორიიდან ვეღარ გამოეტია [Verse 1] ჩვენ გვიკითხავენ ლამაზ ზღაპრებს დედაქალაქზე რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზეა ეს ყველაფერი მითებში დარჩა და ჩარაზეთ კარი და გადით მშრალ ხიდზე სადაც მოგონებები ყრია აქ თურმე ოდესღაც ცხოვრობდნენ კორიფეები და მათი დღეები ჩვენ გატარებულ დღეებს არ გავდა მას მერე გავიდა წლები და საუკუნეები მე მაინც არ მჯერა რომ ყველაფერი ამით დამთავრდა ჩვენ არაფერი არ გვეჩვენება ვართ სხვა შემართებით ასე მარტივად ჩვენს ქალაქს წარსულს არ ჩავაბარებთ სულ სხვა მისიით ვუმღერთ თბილისს, სულ სხვა ჰანგებით და სამწუხაროდ ყველა თაობის ტკივილს ვატარებთ აქ ქარს არაფერი მოუტანია და უკანაც ვერაფერს წაიღებს ქალაქი ისევ დუმს და მის სევდას ნეტავ ვინ გაიგებს როგორც ქუხს ისევე წვიმს წვეთები ქვაფენილს ეხეთქებიან აქ იბადებიან ფრთებით, მაგრამ რატომღაც ვერ ფრინდებიან გვეუბნებიან გვიყვარდეს ის რაც თვალით არასდროს გვინახავს რასაც ისტორია ინახავს, რომ ეს ადგილია რჩეული ვარ გადაჩვეული წერას, მაგრამ მინდა გაგაცნო ჩემი ქალაქი ლეგენდებს შემოხეული [Hook] დრო გადის, გავა, ყველაფერი გამოვა ცუდმა დრომ თბილისი მერამდენედ მოინახულა მზე ჩადის, ჩავა და ისევ ამოვა უკვდავება ამ ქალაქმა დაიმსახურა [Verse 2] ძალების მოკრეფის, აბობოქრების დროა აქ ყოველი მომდევნო დღე ერთმანეთზე უაზროა ღრმად ამოისუნთქე სანამ ჰაერი უფასოა ხომ იცი ბიუჯეტი მეტისმეტად უსახსროა ქალაქი უსახოა, ნუღარ უსმენ მემატიანეს მითები მითებში დარჩა მომავალი აგვიანებს ტელევიზიებმა ყველა სისულელე გააპიარეს ჩვენ უფლება მივეცით, მათაც გადაგვიარეს და მერე გადმოგვიარეს, საერთო ფონი გახდა წითელი იდეოლოგია მახინჯი და არც ისე მიმზიდველი საიდუმლო გულში დატოვე ეცადე იყო ფხიზელი და გვერდი აუარე თუ სადმე შეგხვდა თბილისელი არც კი ვიცით ვის ველით ან რას ველით ან რისთვის მოვდივართ აფეთქებებიდან აფეთქებისთვის ყველაფრის მიუხედავად ვახელთ თვალებს ყოველი ახალი დღისთვის.. და ეს ყოველი ახალი დღე მთავრდება ფიქრში თბილისისთვის, მიზნის მიღწევაში არავინ ეხმარება, ფაქტია რაც უფრო დიდია მსხვერპლი მით უფრო ძლიერია პარტია ცვალებადია მთავრობები და მაინც შეუცვლელი კადრია დიქტატურაა და გვეუბნებიან რომ არის დემოკრატია ჩემო ქალაქო შენ არ ხარ მხარე მზის და ვარდების უკვე მერამდენე დამარცხების ტომი დახურე შენ ხარ ქალაქი წვიმის, გაუთავებელი დარდების მაგრამ უკვდავება უსათუოდ დაიმსახურე [Hook]