[Intro] თბილისი.... თბილისი.... (მოკითხვა ლილ ბითს ბათუმში) თბილისი.... თბილისი.... [Verse 1] ჩემი ქალაქი სადარბაზოდან იწყება, ბევრმა ამაოდ სადარბაზო დამიწყევლა ვერაფერმა ვერ შეცვალა თბილისის სადარბაზოთა სისტემა ჩემთვის ის განწყობას ქმნის, უშნო განწყობას ცვლის ძველ სადარბაზოს ძველი ქალაქის წიაღში გავყავარ, აწმყოსაც შლის თვალს გავახელ და ზედ წამწამზე მიზიხარ, ვისი ხარ? ჩემი ქალაქი თბილისი ხარ (თბილისი ხარ, ჩემი ძმა ხარ) შენ კი თბილისელო, თუ ამბობ რომ გასაჭირში ხარ და მთელი დღე ყვერების ძირს იფხან, მაშინ რა ვქნა, ალბათ ღირსი ხარ... არავის სურს რომ მიაწვეს სატვირთო მანქანას, დაუქოქავს მაგრამ ყველა ვინც ვირზე შეჯდება ფეხქვეშ არ უნდა დაუგო ბზა ყველასთვის არ არის საუფლო გზა, ვისაც გაგება წყურია მეტსაც გაიგებს მრავალი წყალი ჩაივლის და დრო ისევ აკურთხებს რაინდებს ხოლო ამ ცანცარა ბიჭებს, ჩაურთეთ ვინმემ, ჩემი კარმენის "ბიზე" ვიღაცა გაწვდით ახალ სკოლას, არასწორად.. და ძველს ხომ მითუმეტეს... ვბრიდავ ბითს თუ რეპერს, ვართმევ ტიტულს მეფეს... და ვინც ამას არ აღიარებს, თავს უბრალოდ ისულელებს... მე ვცდილობ ავაგო იმპერია და ვინც ხელს მიშლის ჩემი მტერია... გამომაქ მთელი ალტილერია, რო გადავუხსნა ყველა არტერია... ვამბობ იმას რაც არ წერია... და თუ წერია, შენ არ წაგიკითხავს! ამიტომ ხმამაღლა გიკითხავ, ამ სტროფებს, დავყრი ცოფებს, ვისვრი თოფებს!
[Hook] თბილისი... (ჩემი ქალაქი, ჰო) თბილისი... (არ უნდა იყოს სათაქილო) თბილისი... (ცუდი რო გავაბათილო, ავაყენოთ...) თბილისი... (ფეხზე, არ გვაქვს თამაშის დრო) [Verse 2] ათი გზა მაქვს, ათივე შენსკენ მოდის... და ასევე მაქვს იმის იმედი რომ ოდესმე მიიღებ ჩემს ბოდიშს... ხანდახან არ მჯერა, რომ ამდენი ხანი ვამბჯობინებდი ლოდინს, ხანდახან ეს სიჯიუტე მჯობნის!!! მაგრამ დრო მოვიდა და ხო მომინდა, რომ ნადავლი წამოვიღო, ომიდან ზოგს ეგონა რომ ბოროტი ვარ, ვერ გაამართლა მაგ მოლოდინმა... ვერ დავმალავ, რომ ყველა ქვეწარმავალს, გონია თავისი სორო წმინდა... და მე რატო არ ვთქვა რომ თბილისი არის ჩემი პირველი და ბოლო ბინა... სადაც არ უდნა წავიდე ვატარებ ზურგით როგორც ლოკოკინა ჩემს ხალხს მოვუწოდებ, როგორც მოსე, რომ გამოვიყვანო მონობიდან მაგ უდავბნოში რო ლოდს ეზიდები, აქ ააშენე ეგ პირამიდა... წინ გველის გრძელი გვირაბი და.. ჩვენთან თუ არ ხარ შენ, თქვი რა გინდა! ჩემი ქალაქის შვილი, მიშკა მგალობლიშვილი, ვცდილობ მშობელი იყოს ჩემით კმაყოფილი რომ სხვასავით არ გავხდე უარყოფილი, შევეცი ბოზებს, მათთვის ვარ ყოფილი რაც არ უნდა ხდებოდეს, არ ჩავალაგებ ჩემოდნებს.. და სადმე თუ გადავედი ჩემს დაბრუნებას ელოდე, ჩემი ოჯახია თბილისი და როგორც გინდა გაიგე... არ ვაპატიებ არავის მის გაბანძების მცდელობებს... [Hook]