[Hook]
თუ ქალაქი არ დარდობს, დარდად რატომ გადაგვექცა?
თუ ქალაქი ქალაქობს, გაუჩინარდა ზეცა
თუ ქალაქი ანათებს, მზე რატომ გადაგვეწვა?
თუ ქალაქი ქალაქობს, ქალაქი ქალაქობს...
[Verse 1]
ვინ რას არ ამბობს აქ ვინ რას აღარ არაკობს, აქ
ჩემი ქალქი რომ ისევ ქალაქობს
მაგრამ თუ ვერ შეამჩნიე მისი სენი და გვერდითი მოვლენები
მაშინ ისე გამოდის რომ მხედველობა გღალატობს, შენ
აქ ხომ ყველაფერი იყიდება
ცარიელი ჯიბეებით ყველა პონტი იბრიდება
იბიცონით ფასდება ისაღვრება და იფიტება
და რამდენი სხეული უსახსრობისგან იფიტება... (კვდება)
აქ ძალა მაღალ ეშელონებშია
მაღალ ეშელონებს შიათ და ვერ ხვდები რა თამაშია
ამ ტერიტორიაზე სიყალბე კვლავ ინიღბება
და არ მჯერა თუ ეს ბომბი ოდესმე გაინაღმება..
[Hook]
[Verse 2]
ბოლო ლეგიონის გზავნილს, გაწვდი მიწისქვეშეთიდან მიწის გავლით
მიამატე შენი აზრი სიტყვა თუ დაგაწდის გადაეცით ყველას
თქვენი ბრალია, რომ მანდ დამარცხდით რატომ არ ცდით
ამბოხება სულ სხვა მიზნითა და განცდით
მაგრამ თქვენ სიცოცხლეს თავისუფლებაზე არ ცვლით
ეგუებით თქვენს გარშემო ცვლილებებს, შემცირებებს შეცილებებს და რასაც თვითნ ინებებს
ზემოთ მდგომი ჯალათი თან ამ ყველაფერს ინელებს
ქვემოთ ჩვენთან ბრძოლის ძალა შეგვრჩა
ჩვენ შეტევას ვგეგმავთ განსხვავებით თქვენგან
ვაყალიბებთ ფართო მასებს შემტევს, რადგან ძალა შეგვწევს
და შენც ჯერ გძინავს მაგრამ გაღვიძებას შევძლებთ
ისიც ვიცით როგორ ცდილობ არსებობას, თან დრო და დრო ვერც ძლებ
ბიძგი მიწისქვეშეთიდან შენთან მოდის, შენც გამოდი
გაავრცელე ამბოხება მიწის ზემოთ რომ ამოდის...
[Hook]